მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე ესპანეთის თასის ნახევარფინალში ბარსელონასთან 0:3 წააგო და კატალონიელები ფინალში გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ სამივე კარში დარტყმა გოლად აქცია, ხოლო რეალმა კი საკმაოდ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა. მატჩის შემდეგ რეალის მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:
”ბევრს ვუტევბდით და მომენტებიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც ბარსამ დაგვსაჯა. გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან წაგებას არ ვიმსახურებდით”–განაცხადა სოლარიმ.

