შარტავაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

შარტავაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპაშარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი  ადგილზე გარდაიცვალა.

„კურიერის“-ის ინფორმაციით, მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.