“შენთან ერთად მოგვკალი დღეს…” – ვინ არის გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგო

"შენთან ერთად მოგვკალი დღეს..." - ვინ არის გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგოთბილისში, ნაძალადევის რაიონში კნოლევის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს ნაქირავები იყო. “ყაზტრანსგაზ თბილისის” ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული.

გარდაცვლილი არიან 19 წლის დიმიტრი დარბაიძე და 20 წლის ანი ჯაფარიძე, რომელთა ცხედრების სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი გოგონა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

“შენთან ერთად მოგვკალი დღეს ჩვენი ერთადერთი ხარ” – წერენ სოციალურ ქსელში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი