სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდასტამბოლში ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ამის შესახებ ინფორმაციას Haberturk-ი ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით დაღუპულია 1 და დაშავებულია 6 ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.
შემთხვევა კარტალის რაიონში მოხდა. კორპუსში 12 ბინა იყო,

ადგილზე საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული.

Haberturk-ი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ნიუპოსტი