თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსი სენაკთან ხეს შეეჯახა – 17 ადამიანი დაშავდა

თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსი სენაკთან ხეს შეეჯახა - 17 ადამიანი დაშავდასენაკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა.

შემთხვის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი, რომელთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა თუმცა 3 პირი ამ დრომდე ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.