თბილისში 15-16 წლის მოზარდი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა

თბილისში 15-16 წლის მოზარდი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდაუბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა – თბილისში 15-16 წლის მოზარდი ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით ის გადმოხტა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი ახალგაზრდას არ იცნობენ და ბიჭი იქ არ ცხოვრობდა. მოზარდი სავარაუდოდ ღია ტიპის სადარბაზოდან გადმოვარდა.

შემთხვევიდან საათნახევრის განმავლობაში ცხედარი ადგილზე რჩებოდა, რის შემდეგაც ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

რუსთავი 2