თბილისში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა  

თბილისში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა  ფონიჭალის დასახლებაში სუპერმარკეტ „ზღაპარს“ ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. შეჯახების შედეგად მაღაზიის მინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიმსხვრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის მძღოლი 250 ლარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდა.