7 თებერვალს საღამოს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის კაცი გარდაცვლილი დახვდა.
მძღოლი პოლიციას ჩაჰბარდა. მისი თქმით, ქვეითად მოსიარულე ტროტუარიდან გზაზე ჩავიდა, მან კი საჭე ვერ დაიმორჩილა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ბრიგადის 5 ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

