ცოტნე გამსახურდია ირაკლი მარგალიტაძეს – “კომპრომატი აღმოაჩინა 😄 დამოუკიდებლობის აქტზე პრეზიდენტის ცოლის ხელმოწერა”

ცოტნე გამსახურდია ირაკლი მარგალიტაძეს - "კომპრომატი აღმოაჩინა 😄 დამოუკიდებლობის აქტზე პრეზიდენტის ცოლის ხელმოწერა"რამდენიმე წუთის წინ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“ვინმე ირაკლი მარგალიტაძე ჩემს სტატიაზე კორუფციისა და ნეპოტიზმის შესახებ ხელისუფლებაში, რომელიც ალიას საიტმა გადაბეჭდა, წერს კომენტარებში:

“ის როგორ იყო, დედაშენმა რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელი მოაწერა, მართლა გეყო, ცოტნე”.

კომპრომატი აღმოაჩინა 😄 დამოუკიდებლობის აქტზე პრეზიდენტის ცოლის ხელმოწერა. დედაჩემის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ იმ ყველაფრის მერე, რაც ამას და ამისთანებს უქნეს შემდეგ ხელისუფალთა ოჯახის წევრებმა, ნულზე დატოვეს, ჯართში ჩააბარეს, დედები და ცოლები საზღვარგარეთ გადაუხვეწეს მონებად, ასეთ რამეს წერს…

თავი რომ დავანებოთ, რა გადაიტანა მანანა არჩვაძემ და ჩვენმა ოჯახმა – დევნა, ულუკმაპურობა, თვალთვალი, დამცირება, მალვა, სიკვდილი და უბედურება იმისთვის, რასაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ერქვა…

კიდევ ვიმეორებ, მოგეხსენებათ, მე 21 წლიდან მარტო ვცხოვრობ და არავის, არაფრის გამო შავზე თეთრის თქმას არ ვაპირებ…

ფურთხის ღირსი ხარო? არა, ძალიან რბილადაა ნათქვამი!!!”