ცოტნე გამსახურდია – “ივანიშვილი 2020-ის არჩევნებისთვის ჩოხოსან რაინდებს შემოიყვანს”

ცოტნე გამსახურდია - "ივანიშვილი 2020-ის არჩევნებისთვის ჩოხოსან რაინდებს შემოიყვანს"ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“ნაციონალისტური კომპონენტი 2020 არჩევნებში

საერთოდ, ნაციონალიზმი მასის ყველაზე ადვილად გამაერთიანებელ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად შეიძლება ჩაითვალოს. მას არც სკრუპულოზურ გათვლებსა და მექანიზმებში გარკვევა სჭირდება და არც შედარებითი ანალიზის უნარი. საკმარისია მოცემულობა: მე ქართველი (რუსი, ფრანგი, გერმანელი) ვარ! და ეს თავისთავად უკვე გააერთიანებს ადამიანების საკმაო ნაწილს, ვისაც არც პოლიტიკური გამოცდილება აქვს და არც ზემოხსენებული უნარები. ეროვნული გრძნობების პედალირებით ასეთ ხალხში ძალიან ადვილად შეიძლება სასურველი რეაქციებისა და შედეგების მიღება.

სწორედ ამიტომ, ეროვნული მოძრაობების ჭეშმარიტი თავკაცები მსოფლიო ისტორიაში, რომელთაც საკუთარ ხალხებს და ქვეყნებს თავისუფლება და პროგრესი მოუტანეს, მხოლოდ მაღალი მორალური სტანდარტის და შეგნების უანგარო ადამიანები იყვნენ. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაციონალიზმი შეიძლება დამანგრეველ, მადეგრადირებელ ძალად იქცეს, როდესაც ის არამზადების და პოლიტიკური მეძავების ხელთ აღმოჩნდება ხოლმე.

სწორედ ამ “ადვილი ძლიერების” გამო განვითარებადი ქვეყნების მთავრობები ცდილობენ აკონტროლონ საზოგადოების ეს სეგმენტი, ხოლო საქართველოში მათ დამატებით კრემლიც აკონტროლებს. დააკვირდით, რომ ეროვნული დისკურსი დღეს აქ რუსეთუმე ფიგურებს აქვთ უზურპირებული, რაოდენ ტრაგიკული, ირონიული და ამაზრზენი გინდა იყოს ეს ფაქტი.

ჩვენი ინფორმაციითა და ანალიზით, ვფიქრობ, ივანიშვილი აამოქმედებს საკუთარ გავლენის აგენტებსა და ნაყიდ ფიგურებს და წინასაარჩევნოდ, 2020-სთვის სცენაზე შემოიყვანს ფსევდოეროვნულ ძალას “ჩოხოსანი რაინდების” მონაწილეობით, რომელთაც პარლამემტში გარკვეულ პოზიციებს მისცემენ, მაქსიმუმ 10 ადგილამდე. შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და გაიხსენოთ ეს პროგნოზი, მეტს აღარ დავაკონკრეტებ.

არ დავუშვათ კვლავ გაბითურება…”