უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატს ბრილიანტის მწვანე შეასხეს

უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატს ბრილიანტის მწვანე შეასხესუკრაინაში პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ალექსანდრ ვილკულს სახეში ე.წ. ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია Facebook-ზე.

ინციდენტი კულტურის სახლის მახლობლად მოხდა, სადაც კანდიდატი ამომრჩეველს უნდა შეხვედროდა. ვილკულმა თვალის რქოვანას დამწვრობა მიიღო.

პოლიციამ მომხდარის გამო 33 წლის კაცი დააკავა, პოლიტიკოსმა კი ხელისუფლება დაადანაშაულა, რომელმაც, მისი თქმით რადიკალებს ასეთი თავდასხმების ორგანიზება დაუკვეთა.