„უმძიმესი პაციენტი იყო” – ბაკურიანში ავარიისას დაშავებული 30 წლის ქალი გარდაიცვალა

„უმძიმესი პაციენტი იყო” - ბაკურიანში ავარიისას დაშავებული 30 წლის ქალი გარდაიცვალარვადღიანი მკურნალობის მიუხედავად, ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი, “გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„უმძიმესი პაციენტი იყო, სტაციონარში შემოყვანის წუთიდან ბოლომდე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო“, – გვითხრეს “გორმედის” ცენტრალურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ შვიდ თებერვალს, ბაკურიანში „მიცუბიშის“ მარკის მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ქალს, ცხრა აპრილის ქუჩაზე დაეჯახა. მეორე დაშავებული მკურნალობას თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადის. მომხდარზე მიმდინარეობს ძიება.

სამხრეთის კარიბჭე