ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოდ მობრუნება, რამაც სატრანსპორტო საშუალების ამობრუნება გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
ნიუპოსტი

