87 წლის თალიკო პატარაია ტალახში ჩავარდა და გარდაიცვალა

87 წლის თალიკო პატარაია ტალახში ჩავარდა და გარდაიცვალაზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხში 22 მარტიდან დაკარგულ 87 წლის თალიკო პატარაიას ცხედარს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

“22 მარტიდან, როგორც კი მივიღეთ შეტყობინება ქალბატონს ვეძებდით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამსახური და ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში “პრაიმტაიმთან”.

სავარაუდოდ, მოხუცს ტალახში ფეხი ჩარჩა და ამოსვლა ვერ მოახერხა. ბოლოს ის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ საზღვართან ნახეს. მას ოჯახი 4 დღის განმავლობაში ეძებდა.

რეზონანსი