ახალციხეში მერსედესი ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

ახალციხეში მერსედესი ხეს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპაახალციხეში 28 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა.

“მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მანქანაში სულ 3 პირი იჯდა. მათგან ორს  ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდა.

“მათი მდგომარეობა სტაბილურია, ორივე მათგანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

სამი მგზავრიდან, ერთი, 1980 წელს დაბადებული კაცი, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს–მ საქმეზე ძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სამხრეთის კარიბჭე