ავარია გორთან – დაშავდნენ მამა და 2 შვილი

ავარია გორთან - დაშავდნენ მამა და 2 შვილიგორთან მომხდარი ავარიის შედეგად,  3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

მამა და 4 და 5 წლის და-ძმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორმედის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. ორივე ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.