ავარია გურიაში _ სამაშველოს თანამშრომელი რომეო ჩხაიძე დაიღუპა

ავარია გურიაში _ სამაშველოს თანამშრომელი რომეო ჩხაიძე დაიღუპაოზურგეთი-შემოქმედის დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის კონტრუქციას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ოზურგეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი რომეო ჩხაიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველოს სამსახურის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს არ დაღუპულა. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.