ბაკურიანში სასტუმრო ”რეზიდენსში” ხანძარი ლოკალიზებულია

ბაკურიანში სასტუმრო ”რეზიდენსში” ხანძარი ლოკალიზებულიაბაკურიანში სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“ბაკურიანი – სასტუმრო “ბაკურიანი რეზიდენსში” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა.

დამწვარია 150 მ² ფართობი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შეტყობინება ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შემოვიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლოკალიზება მოხდა 15:14 საათზე.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.