ბესელია ივანიშვილს დაემუქრა – ”ჩამოაშორე ეს უმწიფარები პოლიტიკას, თორემ…”

ბესელია ივანიშვილს დაემუქრა - ”ჩამოაშორე ეს უმწიფარები პოლიტიკას, თორემ...”ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმს უყენებს – ბესელიას თქმით, ივანიშვილმა კობახიძე-მდინარაძის მსგავსი „უმწიფარი ყმაწვილები“ პოლიტიკას უნდა ჩამოაშოროს.

„არ ველაპარაკები ამ უმწიფარ ბიჭებს და არშემდგარ ადამიანებს. მე ველაპარაკები მათ პატრონს, ბიძინა ივანიშვილს. ამ გზაკვალარეულ ყმაწვილებს, რომელთა მიშვება ხელისუფლების სადავეებთან არ შეიძლება და არის სახიფათო, დროულად ჩამოაშორებს ამ სადავეებს და აიღებს პასუხისმგებლობას, ან ყველაფერზე მას მოუწევს პასუხის გაცემა. არ მჭირდება მესიჯებით ლაპარაკი, არც ფერები მერევა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნიუპოსტი