ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა პსჟ-სთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და ის ამ სეზონის ბოლოს კარიერას არ დაასრულებს. კონტრაქტის თანახმად ბუფონის ხელფასი წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება.
ბუფონი წლევანდელ სეზონში პსჟ-ს პირველი მეკარეა და მან რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, რომელიც პსჟ-ს ძვირად დაუჯდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ენდობიან პარიზულ გუნდში და ის მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს პსჟ-ში.

