ჩოხატაურში პატრულის თანამშრომელი დაიღუპა

ჩოხატაურში პატრულის თანამშრომელი დაიღუპაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის სოფელ გორაბეროჟოულთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც მეორე, საპირისპირო მხარეს მოძრავ სატვირთოს დაეჯახა, რის შემდეგაც დაეჯახა მსუბუქ მანქანას, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პრაიმტაიმის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეზონანსი