აშშ-ში, მაიამის შტატში, 25 თებერვალს ტრაგედია მოხდა.
დედამ 5 წლის ვაჟიშვილი მაიამის ერთ-ერთი ცათამბრჯენის აივნიდან გადააგდო და შემდეგ თვითონაც გადახტა.
გამოძიება თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ქალს ბავშვი გადაუვარდა და ამის შემდეგ მან თავი მოიკლა, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ 37 წლის სოლანჟ მატომ 5 წლის შვილი მე-20 სართულის აივნიდან შეგნებულად გადააგდო და შემდეგ თვითონაც გადახტა.
ბიჭი მე-6 სართულის ტერასაზე დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ღამით გარდაიცვალა.
ქალის ცხედარი ბუჩქებში იპოვეს.
მომხდარის მიზეზების შესახებ არაფერია ცნობილი.

