დევნილების ჯგუფი ”დირსის” კორპუსში შეიჭრა და შიგნით გამაგრდა – რა ხდება ისანში

დევნილების ჯგუფი ”დირსის” კორპუსში შეიჭრა და შიგნით გამაგრდა - რა ხდება ისანშითბილისში, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც ისანში მდებარეობს, ამ წუთებში პოლიციელები არიან მობილიზებულნი. ისინი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსს დევნილებისგან იცავენ, რომლებიც საცხოვრებელში შეჭრას ცდილობენ. მანამდე დევნილების ჯგუფმა იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი კორპუსი დაიკავა, რის შემდეგაც მეორე კორპუსში შესვლას შეეცადნენ. ამ წუთებში სადარბაზოებთან პატრულის თანამშრომლები დგანან და სახლის შესასვლელებს იცავენ.

დღეს შუადღეზე საცხოვრებელ კორპუსთან დევნილთა ჯგუფი გამოჩნდა. მათ ერთ-ერთი სადარბაზო დაიკავეს და განაცხადეს, რომ დევნილთა სამინისტრო მათ ბინების გადაცემას სწორედ ამ კორპუსში დაჰპირდა, თუმცა ახლა აღარ უშვებენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დევნილებისთვის ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულად თუ ვის გადაეცემოდა ბინა, ასეთი პირობა არ გაუციათ და ბინებს მათ გადასცემენ, ვინც ქულების მიხედვით პრიორიტეტულია.

რაც შეეხება დევნილთა მეორე ჯგუფს, რომლებმაც ერთი კორპუსი უკვე დაიკავეს, ისინი შენობაში არიან და მის დატოვებას არ აპირებენ. მათ სადარბაზოების კარს ჩამკეტი მოხსნეს და შიგნით გამაგრდნენ.

დევნილებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. ისინი ერთმანეთს პროვოკატორებს უწოდებენ და უკვე დაკავებულ კორპუსში უცხო პირებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მათ კორპუსის ოთხი სადარბაზო და დაახლოებით 200-მდე ბინა დაიკავეს.

ვრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ადგილზე ცუდად გახდა ორი ქალი, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა.

კომპანია „დირსის“ კომპლექსში დევნილების შეჭრის შემდეგ ადგილზე კომპანიის ხელმძღვანელობა მივიდა. გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კერძო საკუთებას კანონის ფარგლებში დაიცავენ. გიორგი კაციტაძის თქმით, ბინები, რომლებიც დევნილებმა დაიკავეს, სხვა მენაშენეებისაა, რომლებმაც კომპანიას თანხა ნაწილობრივ ან სრულად გადაუხადეს. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ დევნილთა სამინისტრომ რომელიმე კორპუსი დევნილებისვის იყიდა.

იმედინიუსი