დიდ დიღომში, ავთანდილის 6 ნომერში, ახალაშენებულ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კორპუსის მცხოვრებლებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საღამოს ცხრა საათისთვის კორპუსის ათივე სართულზე ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იდგა, რის გამოც მათ შესაბამის სამსახურებს აცნობეს.
მცხოვრებლების თქმით, ამ ეტაპზე კორპუსს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, მობინადრეთა ნაწილი ტოვებს ბინებს.
დაახლოებით საღამოს საათისთვის მოვედით სახლში, არ იყო სუნი, თუმცა 15 წუთის შემდეგ მეზობელმა გვითხრა, რომ სადარბაზოში იყო გაზის სუნი და რომ გავედით, მართლა ძალიან მძაფრი სუნი იდგა. დავრეკეთ ჩვენი გაზის კომპანიაში, ეს არის შ.პ.ს. „ჩირაღდანი 21 საუკუნე“ , სამწუხაროდ, არავინ გვიპასუხა, როგორც ჩანს 24-საათიანი მომსახურება არ აქვთ. შემდეგ დავრეკეთ 112-ში და მალევე მოვიდა სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც როგორღაც დაუკავშირდნენ გაზის კომპანიის წარმომადგენლებს. როცა კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ, გათიშეს მთელს კორპუსში გაზი, გაგვაფრთხილეს, რომ ხვალ დილით, 10 საათზე ყველანი ვიყოთ სახლში, რომ მოვიდნენ და ყველაფერი შეამოწმონ. ამჟამად გაზი უკვე გათიშულია“, -აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
იპნ

