“პალიტრავიდეოს” ინფორმაციით, გუშინ გლდანში მომხდარ უბედური შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფოს ექიმის გარდაცვლილი ძმა დახვდა.
უბედური შემთხვევა გლდანში მესამე მიკრორაიონში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი პირი.
გარდაცვლილი 33 წლის ლევან ბუთხუზია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

