გორში 15 წლის მოზარდი გაუჩინარდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, აჩი კობერიძე სახლიდან გუშინ დღის პირველ ნახევარში გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. როგორც მოზარდის დედა აცხადებს, აჩი ვერხვების დასახლებიდან ჭალის დასახლებაში ბებიასთან უნდა წასულიყო, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. ოჯახმა მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს უკვე მიაწოდა.

