ხანძარი დიდ დიღომში – “გუდვილთან” საწყობი იწვის

ხანძარი დიდ დიღომში - "გუდვილთან" საწყობი იწვისდიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილის” მოპირდაპირე მხარეს, სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, ადგილზე ამ წუთებში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფის გაგზავნაც.

წინასწარი ინფორმაციით იწვის დაახლოებით 600კვმ. ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.