9 მარტს საღამოს ყაზბეგის გამზირზე ორი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ცეცხლი პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მეხუთე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა. ოთახში ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ცეცხლი არ გავრცელებულა და ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდიციონერიდან გაჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსთავი 2

