ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სამშობლოში ჩავიდა. ხუან გუაიდომ უკვე დატოვა კარაკასის აეროპორტი, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის სიძლიერისთვის ბრძოლას აგრძელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ხუან გუაიდო ვენესუელაში ეკვადორიდან ჩაფრინდა. უცხოური მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, რომ გუაიდო სამართალდამცველებმა დააკავონ. ცნობისთვის, მას ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, თუმცა ის ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეს მართავდა.
ხუან გუაიდოს მხარდამჭერები დღეს ვენესუელას დედაქალაქში დემონსტრაციას მართავენ. შეგახსენებთ, ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ იანვრის ბოლოს ნიკოლას მადუროს რეჟიმი არალეგიტიმურად გამოაცხადა და თავი დროებით პრეზიდენტად დაასახელა.
იპნ

