შერეული ორთაბრძოლების სუპერვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სპორტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. კონორმა თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მან უკვე სპორტში ყველაფერს მიაღწია და გაგრძელების სურვილი აღარ აქვს:
”მინდა ყველამ იცოდეს რომ სპორტიდან მივდივარ და უახლოეს წლებში დასვენებას ვაპირებ. შევუერთდები ჩემს ყოფილ პარტნიორებს, რომლებმაც უკვე დაასრულეს კარიერა. ყველას წარმატებას გისურვებთ”–დაწერა მაკგრეგორმა. კონორმა ბოლო ბრძოლა ოქტომბერში ჩაატარა, როდესაც ის ხაბიბთან დამარცხდა.

