მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ – ”ბანკის მეწილეობა ვერავის დაიცავს”

მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ - ”ბანკის მეწილეობა ვერავის დაიცავს”რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას თქვა, რომ “თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს,”.
ცქიტიშვილის თქმით, „სხვა დროა საქართველოში”.

“პროკურატურა მე არ მითანხმებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც; ასევე, არავინ სხვას არ უთანხმებს. შესაბამისად, იყო თუ არა წინასწარი კონსულტაციები ჩემთან ან სხვა მინისტრებთან იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა აპირებს კითხვა დაუსვას მამუკა ხაზარაძეს და შეიძლება თუ არა? – სხვა დროა და ეს ასე არ ხდება.

ბატონ ბიძინასაც არ ეკითხებიან ამას. მეც ვისურვებდი, რომ კითხვები არ ყოფილიყო საერთოდ დასმული და ისეთი დამფუძნებელი ჰყოლოდა პროექტს, რომლის მიმართაც კითხვები არ ყოფილიყო. მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ იმას, რომ არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან, არცერთი თანამდებობა, არცერთი ბანკის მეწილეობა და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს იმ შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ნიუპოსტი