მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა – 80-იანების “დინამოს” გამორჩეული ტალანტი

მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა - 80-იანების "დინამოს" გამორჩეული ტალანტი26 თებერვალს 52 წლისა მამუკა ფანცულაია მოულოდნელად გარდაიცვალა.- გასული საუკუნის 80-იანი წლების თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი, რომელსაც მწვერვალების დაპყრობა შეეძლო.

1985 წელს მან საბჭოთა კავშირის 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, დუბლი შეასრულა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ის დღემდე ერთადერთი ქართველია, რომელსაც ასეთი პატივი და აღიარება ერგო. სულ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

1987 წელს ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებშიც ლიდერობდა. 1990 წელს, გია გურულთან ერთად, 24 გოლით პირველი ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. არის 1990 წლის 27 მაისის ისტორიული მატჩის მონაწილე – ამ დღეს, საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველი თამაში ჩაატარა ლიტვასთან…

წლების განმავლობაში მამუკა ფანცულაია საფეხბურთო აკადემია “ოლიმპის” მწვრთნელი გახლდათ. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი მისი აღზრდილია…

საინტერესოა, რომ 2013 წელს, ლიტვაში გამართულ 19-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე მამუკა ფანცულაიას ვაჟმა, გიორგიმ ითამაშა. მაშინ ის “ზესტაფონის” თავდამსხმელი იყო. გიორგი ფანცულაია საქართველოს 19-წლამდელთა გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ ელიტრაუნდზე, ინგლისსა და ბელგიასთან ორი გოლი გაიტანა და გუნდის ევროფინალში გასვლაში თავისი წილიც დაიდო…

ლელო