მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებსბოლო წარმატებების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი იმსახურებს მანჩესტერ იუნაიტედში სრულყოფილ კონტრაქტს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგიდან პსჟ გამოაგდო და თითქმის შეუძლებელი შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მალე იუნაიტედი სოლსკიაერს რამდენიმეწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. სოლსკიაერს ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა მან მანჩესტერში დარჩენის სურვილი გამოთქვა.