მაურისიო სარი: ”ჩელსის მენტალური პრობლემები აქვს”

მაურისიო სარი: ”ჩელსის მენტალური პრობლემები აქვს”ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ ევერტონთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მენტალური პრობლემები აქვს. სარის აზრით, ფეხბურთელები ნაადრევად ანებებენ თავს ბრძოლას და მატჩებში გარდატეხის შეტანა არ შეუძლიათ:

”ევერტონთან პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა და გუნდი მორალურად გატყდა. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მათ მენტალური პრობლემები აქვთ და ისინი ბრძოლას თავს ანებებენ. პირველ რიგში ეს უნდა შეიცვალოს”–განაცხადა სარიმ.