მომღერალი არ კელი შაბათს, 9 მარტს, ციხიდან გამოუშვეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ანონიმმა პირმა გადაიხადა 160.000 დოლარი, რომელიც არ კელის მისი ყოფილი ცოლის მართებს.
“გპირდებით, რომ ყველაფერს გამოვასწორებ. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც ახლა შემიძლია. მე მიყვარს ჩემი ფანები”- თქვა მომღერალმა ციხიდან გამოსვლისას.
მას შემდეგ, რაც კელი ლაპარაკს მორჩა, უცნობმა ქალმა მოულოდნელად დაიკივლა “მიყვარხარ” და სთხოვა მომღერალს, შეხებოდა მის ხელს.
არ კელის ბრალად ედება თინეიჯერ გოგონებზე სექსუალური ძალადობა.
მომღერალი ამ ბრალდებებს უარყოფს.
R. Kelly just walked out of jail and made a brief statement. Then a woman, presumably a fan, screamed "I love you, please touch my hand!" pic.twitter.com/c18gGTKl3O
— Nader Issa (@NaderDIssa) March 9, 2019