„თინეიჯერი მის სამყარო 2017“-ის გამარჯვებული ლოტე ვან დერ ზეე 19 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ახლობლებმა ინსტაგრამზე გაავრცელეს.
The Sun-ის ინფორმაციით, ინციდენტი ავსტრიაში სამთო-სათხილამურო კურორტ ვესტენდორფში მოხდა, სადაც ჰოლანდიელი მოდელი ოჯახთან ერთად ისვენებდა.
გარდაცვალების წინა დღეს ლოტე მეგობრებთან იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულს ჯანმრთელობაზე არანაირი ჩივილი არ ქონია, მეორე დღეს კი როდესაც საუზმეზე არ გამოვიდა, ოჯახის წევრებმა მოიკითხეს და აღმოაჩინეს რომ ის უგონოდ იყო.
ავსტრიელმა ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს და მიუნხენის საავადმყოფოში გადააგზავნეს, სადაც ის ცოტა ხანში გარდაიცვალა. გამმოკვლევის შედეგად დადგინდა რომ მას გულის შეტევა ქონდა, თუმცა რამ გამოიწვია თავად გულის შეტევა ამის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არაა. შემთხვევა 6 მარტს მოხდა.