მიშა კაჭკაჭიშვილი ოსკარის გამარჯვებული “მწვანე წიგნის” ხმის რეჟისორია

მიშა კაჭკაჭიშვილი ოსკარის გამარჯვებული "მწვანე წიგნის" ხმის რეჟისორია2019 წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზი, ოსკარის ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია, საუკეთესო ფილმის პრიზი „მწვანე წიგნმა“ მოიგო. ამ ფილმზე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმაც იმუშავა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„მწვანე წიგნის” ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია “ესპლანადაში” მომზადდა, რომელიც ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს.

კაჭკაჭიშვილმა ოსკარის მთავარ ნომინაციაში გასულ კიდევ ორ ფილმზე იმუშავა, ესენია „შავი კლანის კაცი“ და „ვარსკვლავი დაიბადა”.

სამივე ფილმი, რომელთა მუსიკის ნაწილი მიშა კაჭკაშიშვილმა “ესპლანადაში” ჩაწერა, ბევრი პრესტიჟული ამერიკული და საერთაშორისო პრიზით დაჯილდოვდა, არამარტო კინემატოგრაფიული, არამედ მუსიკალური ღირსებების გამოც.

სულ, 2018 წელს, სტუდიაში “ესპლანადა” 10-ზე მეტ ფილმზე იმუშავეს. ჰოლივუდის სტუდიების გარდა, ჰქონდათ HBO-ს, ShowTime-სა და Netflix-is დაკვეთები.

ფილმების გარდა, სტუდიაში ბევრ მუსიკალურ ალბომსაც წერენ. ორი კვირის წინ დასრულდა რიკი ლი ჯონსის ახალი სიმღერების ჩაწერა. ეს ამერიკელი ვოკალისტის რიგით მეორე ალბომია, რომელიც მიშა კაჭკაჭიშვილმა მოამზადა.

2019 წელს ასევე გამოდის როკ-ჯგუფის „ლაივ“ ახალი კონცერტი. მიშას თქმით, ამ ალბომზე მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესო იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან სიმღერები ძველი მეთოდით, ფირზე ჩაწერეს.

იმედინიუსი