მოურისიო პოჩეტინო: ”ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია”

მოურისიო პოჩეტინო: ”ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია”ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მოურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ფავორიტები არ არიან, განსაკუთრებით მეოთხედფინალებში, თუმცა იქვე დაამატა, რომ ბარსელონას სხვებზე მეტი შანსი აქვს, რადგან ამ გუნდში ლიონელ მესი თამაშობს:

”არ მიყვარს ფავორიტებზე საუბარი, რადგან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ უძლიერესი გუნდები თამაშობენ, განსაკუთრებით მეოთხედფინალებში, თუმცა ბარსელონას მაინც სხვებზე უკეთესი შანსები აქვს, რადგან ამ გუნდში ლიონელ მესი თამაშობს და ის სხვებზე ბევრად მაღლა დგას”–განაცხადა პოჩეტინომ.