ნეიმარი: ”მსაჯებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ. პენალტი არ იყო”

ნეიმარი: ”მსაჯებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ. პენალტი არ იყო”მანჩესტერ იუნაიტედთან ფიასკოს შემდეგ პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა წაგება მსაჯებს დააბრალა და თქვა, რომ დამხმარე არბიტრებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ. ნეიმარი დარწმუნებულია, რომ პენალტი არ იყო:

”ოთხი მსაჯი განმეორებაზე უყურებდა და მათ მაინც დანიშნეს პენალტი. კიმპემბეს ხელები უნდა მოეჭრა, რომ ბურთი მას არ მომხდარიყო. მას საერთოდ არ ჰქონდა ხელით თამაში განზრახული. მსაჯებს ფეხბურთში არაფერი გაეგებათ”–განაცხადა ნეიმარმა.

პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედთან 1:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.