პსჟ-ს ფრანგმა ფორვარდმა ნეიმარმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მომავალში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს და ის არაფერს გამორიცხავს, თუმცა ჯერჯერობით ნეიმარი საფრანგეთში ბედნიერია:
”ბარსელონაში თამაში ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ის ეტაპი დასრულდა და ახლა პსჟ-ში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ამ გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ მომავალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. რეალზე სერიოზულად არ ვფიქრობ, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ”–განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამჟამად ტრავმირებულია და ის მარტის ბოლოს უნდა დაბრუნდეს მოედანზე.

