ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა პსჟ-სთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ამისთვის უდიდესი შრომაა საჭირო. სოლსკიაერმა თავის ფეხბურთელებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ სასწაული მოახდინეს:

”მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ჩემ ფეხბურთელს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და პრაქტიკულად წარმოუდგენელი რამ შეძლეს. ჩვენ მეოთხედფინალში ვართ და შეგვიძლია ამ ტურნირში ბოლომდე ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, გამარჯვებაც შეგვიძლია”–განაცხადა სოლსკიაერმა.