ოლე გუნარ სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედის სრულფასოვანი მწვრთნელი გახდა და მან გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სოლსკიაერმა განაცხადა რომ მისთვის მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობა დიდი პატივია და ის ამ გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს:
”ძალიან მიხარია რომ რამდენიმეწლიანი მუშაობის საშუალება მომეცა და შევეცდები ჩემი ყველა გეგმა სისრულეში მოვიყვანო. მანჩესტერ იუნაიტედმა ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს და მე პირადად ამისთვის ძალებს არ დავიშურებ”–განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

