პერუს სამხრეთ ნაწილში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ასანგაროდან 9 კილომეტრში იყო. კერა კი 258 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ამ ეტაპზე დაშავებულებზე ან ნგრევაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
იპნ

