თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ჯარისკაცი ირმეუნება, რომ მას სერჟანტების თანდასწრებით ფულს სძალავდნენ. მას შემდეგ კი რაც თანხის მიცემაზე უარი განაცხადა, მას სასტიკად გაუსწორდნენ. მეტიც ახალგაზრდა ამბობს, რომ მისთვის 2 დღის განმავლობაში სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.ახალგაზრდა მშობლებმა კრწანისის სასწავლო ცემტრიდან დღეს სახლში გადაიყვანეს. დაშავებული აცხადებს, რომ ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვა ჩვეული პრაქტიკაა.
19 წლის ქაზიმ გახრანამოვი აღნიშნავს, რომ ის და მისი თანატოლები ერთ-ერთ ოთახში დაიბარეს, სადაც ფული მოსთხოვეს. ახალგაზრდას მტკიცებით, ფაქტს სერჟატიც ესწრებოდა.
„პარასკევს, ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან მივედი და არც კი უკითხავს თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული,“-აცხადებს ქაზიმ გახრამანოვი

