ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი, ბმვ-ს მარკის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, ამის შემდეგ კი მოცურდა და გაჩერების რკინის კონსტრუქციასა და კორპუსს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

