ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში ე.წ. ახალ ხიდზე. ერთმანეთს “ლექსუსისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შედეგად 1 მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ინფორუსთავი