სააკაშვილი – ”პოლიციამ ის ხალხი გვერდით გაწია და იყვირონ ახლა სისხლიანი იტალია!” – ვიდეო

სააკაშვილი - ”პოლიციამ ის ხალხი გვერდით გაწია და იყვირონ ახლა სისხლიანი იტალია!” - ვიდეო“ეს არ არის მიტინგი, ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება საქართველოში და ვისაუბროთ გამოსავალზე,” – ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.

რომში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ ქართველებს ხვდება. შენობის გარეთ კი ლიეჟის მსგავსად, აქციას მართავს თბილისიდან ჩასული ქართველთა ერთი ჯგუფი.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს უხდიან ფულს. მისივე თქმით ლიეჟში, ორი კვირის წინ მოწყობილი პროვოკაციების გამო, ვერ მოხერხდა სრულყოფილად დისკუსიის გამართვა.

მან მადლობა გადაუხადა იტალიის პოლიციას და იტალიის შს მინისტრს იმისთვის, რომ ამჯერად საქართველოდან ჩასულმა ჯგუფმა ამ შეხვედრის ჩაშლა ვერ შეძლო.

„ზრდილობიანად ის ხალხი გაწიეს და ახლა იყვირონ სისხლიანი იტალია და ა.შ.,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით ამ შეხვედრების მიზანი არის ერთადერთი, რომ ქართველ ემიგრანტებთან ისაუბროს იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საქართველო. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა მთლიანად დგას ემიგრანტების გადარიცხულ ფულზე და ტურიზმზე, რომელიც მან დატოვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ისეთი მიგრაცია, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2012 წლიდან საქართველოს არ ახსოვს.

„თუ ივანიშვილი დარჩა 2020 წელს და შემდგომ, ჩვენ მივიღებთ 2 მილიონიპენსიონერით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი აბუჩად იგდებს ხალხს და მათ აგრძნობინებს, რომ ისინი არიან მონები.

„არც ისეთი გიჟია ივანიშვილი, რომ არ იცოდეს, რომ  ამ ხეების გადატანით და თავის ეზოში დარგვით ხალხს ამცირებს, მაგრამ ამას აკეთებს შეგნებულად. ის ამით ხალხს ეუბნება თქვენ ხართ ჩვენი მონები,“-განაცხადა სააკაშვილმა.

რუსთავი 2

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/248531439383773/