სიეტლში მამაკაცმა სროლა ატეხა და მანქანა გაიტაცა – 2 დაიღუპა, 2 დაშავდა

სიეტლში მამაკაცმა სროლა ატეხა და მანქანა გაიტაცა - 2 დაიღუპა, 2 დაშავდამსხვერპლი მოჰყვა სროლას სიეტლში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჯერ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ესროლა, შემდეგ კი ცეცხლი იქვე მდგარ ავტობუსს გაუხსნა.

მამაკაცმა მანქანის გატაცება სცადა, თუმცა მალევე ავტოავარიაში მოჰყვა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, საავადმყოფოში 2 დაშავებულია გადაყვანილი. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. გამოძიებითვის ამ დრომდე უცნობია მომხდარის ზუსტი მოტივი.

რუსთავი 2