თბილისში ტაქსის მძღოლებმა „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია-მსვლელობა ვაგზლის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა. ტაქსისტები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს.
აქციამ დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე ჩაიარა, მძღოლების მცდელობა, რომ გზა გადაეკეტათ პოლიციამ აღკვეთა, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ერთი პირი დააკავეს.