ჭავჭავაძის გამზირზე, #5-ში, მიმდინარე სამუშაობის დროს მიწის ჩამოშლის შედეგად, მიწის მასის ქვეშ მოყოლი ორ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას გარდაცვლილის თაობაზე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ და მათ გადარჩენას ცდილობენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სმედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს- გამოძიება 240 მუხლით დაიწყო

